საზოგადოება

აბა ახლა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თითქოს ეს ქსენოფობიური კამპანია სპონტანური გამოძახილი იყო? - ზურა ქადაგიძე

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე
1659725326
დაკოპირებულია

„რა მალე იყიდებით ხოლმე?! აბა, ახლა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თითქოს ეს ქსენოფობიური კამპანია სპონტანური გამოძახილი იყო?“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

როგორც ქადაგიძე წერს, ეჭვი ორგანიზებულ კამპანიაში არავის უნდა ეპარებოდეს.

„რა მალე იყიდებით ხოლმე?! აბა ახლა ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ თითქოს ეს ქსენოფობიური კამპანია სპონტანური გამოძახილი იყო? ზუსტად დაგეგმილი და მართული რადიკალური ძალებისაგან, უბრალოდ ამან გაახმოვანა... სახელმწიფოს მტრობა და საბოტაჟი სხვა კი არაფერია? მეტი რაღათი უნდა მოახერხონ დაძაბულობის პროვოცირება ამ მანქურთებმა?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,” - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.