მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმში ტრაგედიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს

მომავალშიც გააგრძელებენ, როგორც დაშავებულებზე, ასევე ყველა გარდაცვლილის ოჯახზე ზრუნვას.

„ბათუმში, საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ბინებს გადასცემს“, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ „იმედის ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, მომავალშიც გააგრძელებენ, როგორც დაშავებულებზე, ასევე, ყველა გარდაცვლილის ოჯახზე ზრუნვას.

„აჭარის მთავრობამ და ბათუმის მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გავიღებთ გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს. ყველა ოჯახი, რომელიც დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის საბინაო ფონდიდან უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებელი ბინებით და ფულადი კომპენსაციით, რათა მათ გააგრძელონ უსაფრთხოდ, ღირსეულ პირობებში ცხოვრება. გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოესი დღეების განმავლობაში ეს ყველაფერი აღსრულდება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

„დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

„მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)