საზოგადოება

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
1637831688
დაკოპირებულია

აჭარის მთავრობის სახლის შენობასთან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოში ენმ-ის წევრი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებას მმართველი გუნდის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ თორნიკე რიჟვაძემ და მისმა მამამ დავით რიჟვაძემ პასუხი უნდა აგონ. 

ოპოზიციონერი დეპუტატები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, რათა მას ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლის ამსახველი აუდიო ჩანაწერი მოასმენინონ, თუმცა შენობასთან მობილიზებული პოლიცია მათ მთავრობის სახლში შესვლის საშუალებას არ აძლევს. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე და დავით რიჟვაძეების გადადგომის მოთხოვნით პარტია „დროას“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ თბილისში „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან. 

ინფორმაციისთვის, 17 ნოემბერს ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს ენმ-ის დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
30 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  3.1179 ლარი შეადგინა.
1638277643
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
ncdc-ის დირექტორის მოადგილე

„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ ა...

„რა თქმა უნდა, შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. 
1638217587
ნატალია გავრილიცა - ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ...
„ძალიან ნათელი ხედვა გვაქვს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე მტკიცე და ძლიერი სამომავლო პოლიტიკური დეკლარაციები უნდა მივიღოთ“, -  ამის შესახებ მოლდოვას პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - მოუთმენლად ველით დეკემბერში გასამართ სამიტს, რომე...
„ახლა აქ ვიმყოფებით, ევროპელ კოლეგებთან ვსაუბრობთ და ევროკავშირთან ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის გზაზე დაწინაურების ახალი შესაძლებლობების ძიებაში ვართ“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.