მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატებმა ციხიდან ზურაბ ზვიადაურის წერილი გამოიტანეს

წერილი ციხიდან

ოლიმპიურ ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დაპირისპირებული მხრიდან მოკლულ ნიკა კენჭოშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. აღნიშნულის შესახებ ზვიადაურის უფლებადამცველმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა.

მურმანაშვილის თქმით, ზურაბ ზვიადაური კვლავ იგივე პოზიციაზეა:

„კენჭოშვილების ოჯახს მიუსამძიმრა. თქვა, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესი იყო, თორემ არავის სიკვდილი, არავის გაუბედურება და არავის დაზიანება არ სურდა. გულწრფელად განიცდის, გულწრფელად ნანობს ისევე როგორც გული შესტკივა თავის ძმისა და თავისი ახლობლის სიკვდილზე, ისე სტკივა გული მას ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იყო და ისევ იგივე პოზიციაზე, მოწმეებს ჩვენც გამოვკითხავთ, ვიმუშავებთ ამ მიმართულებით იმისთვის, რომ რეალობა დადგინდეს. იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის მოწმეთა ბაზა ამოწურული. გამოძიებას დავეხმარებით, მოწმეთა ბაზის დადგენაში, მტკიცებულების მოძიებაში და დადგენაში“, - აცხადებს ტარიელ მურმანიშვილი „რუსთავი 2“ -ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, ოლიმპიურ ჩემპიონს ბრალი ნიკა კენჭოშვილის განზრახ მკვლელობაში ედება, რომელმაც ზვიად ზვიადაური და კიდევ ერთი პირი მოკლა.

ამ დროისთვის ჩემპიონს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რადგან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა თავდებობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ზურაბ ზვიადაურს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

✔️ ზურაბ ზვიადაური ძმის დაკრძალვაზე მიიყვანეს

✔️ ზურაბ ზვიადაური თავს დამნაშავედ არ ცნობს