საზოგადოება

ახალციხეში ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ადამიანს დაუდასტურდა

საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევა
1652508464
დაკოპირებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ადამიანს დაუფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს

გამოცემა წერს,  რომ ვირუსი ერთ კაცსა და ხუთ ქალს დაუდასტურდა, მისი შემთხვევები კი გამოვლინდა ჭყვინთაში, საყუნეთში, მუსხში კლდეში, ქალაქ ვალესა და ქალაქ ახალციხეში. 

„ყველა შემთხვევაზე განხორციელებულია ეპიდკვლევა, ხოლო პაციენტებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ინფორმაცია შემთხვევებთან დაკავშირებით გადაგზავნილია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, სოფლის ექიმებთან და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ სამმართველოში“, - აცხადებენ  ახალციხის მერიაში.

13 მაისის მონაცემებით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთში ადამიანის ყირიმ-კონგოთი დაავადების 10 შემთხვევაა გამოვლენილი.

რა არის ყირიმ-კონგო?

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველის და ადამიანის ვირუსული დაავადებაა და წარმოადგენს ბუნებრივ კეროვან ინფექციას. ვირუსის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველი და ადამიანი მისი კბენის შედეგად ინფიცირდება. ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას შესაძლოა ლეტალური შედეგი მოჰყვეს. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ არიან ცხოველებთან კონტაქტში მყოფი (მწყემსები, ფერმერები) ადამიანები და ის პირები, ვინც საველე სამუშაოებს ახორციელებენ.

ამავე თემაზე:

როდის არის ყირიმ-კონგოს აქტიურობის პერიოდი? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება