მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აქციებს ვერ ავუკრძალავ, რადგან ამას კანონი არ კრძალავს, დაიცვან რეკომენდაციები“ - ამირან გამყრელიძე

დაავდებათა ცენტრის დირექტორი

„პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, თუმცა, რეკომენდაციას ვაძლევ, ვინც ჩაატარებს აქციას პოლიტიკური თუ სხვა მიზნით, ამას ვერ ავუკრძალავ, იმიტომ, რომ კანონი არ კრძალავს. დაიცვან რეკომენდაციები და ეცადონ, რომ იყვნენ დისტანცირებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესი ერთადერთია, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ აკრძალულა.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ატარონ ყველგან პირბადე, შინ და გარეთ. თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ, დავიცვათ დისტანცია და შესაბამისად, თავი ავარიდოთ ყოველგვარ ხალხმრავალ შეკრებებს. ერთადერთი, რაც არ აკრძალულა, იგივე საგანგებო მდგომარეობის დროს, ეს იყო პოლიტიკური პროცესი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

27 ოქტომბერს ასევე თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ შეკრებას გამართვას „ქართული ოცნება“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე