საზოგადოება

ალექსანდრე დალაქიშვილმა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა

უმრავლესობის ლიდერი ალექსანდრე დალაქიშვილი Pia.ge
1659030759
დაკოპირებულია

პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმაციის მიღების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საწარმოთა მიერ კანონის აღსრულებიდან გამომდინარე გატარებული ღონისძიებებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე სადეპუტატო კითხვით მიმართა.

დალაქიშვილი ცვლილებათა პაკეტის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს აჯამებს.

როგორც ის აღნიშნავს, ერთი წლის შემდეგ, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში, მნიშვნელოვან გამოწვევად გარემოსდაცვითი კონტროლის მექანიზმების აღსრულების ნაწილი რჩება.

საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრესი გამოვლინდა შემდეგ მიმართულებებში:

განსაზღვრულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი რეგულირების ობიექტების მიმდინარე წლის კომპლექსური შემოწმების გეგმა;

მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საწარმოების წარმომადგენლებთან თვითმონიტორინგის ვალდებულებასთან დაკავშირებით;

სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან რეგულარულად ხორციელდება კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული საწარმოებისა და მათ მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის;

აქტიურად მიმდინარეობს საწარმოების მონიტორინგი კომუნიკაციის ოფიციალური არხების საშუალებით, რომლის ფარგლებშიც საწარმოები ეტაპობრივად აწვდიან სამინისტროს კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს გონივრულ ვადებში აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეფექტიანობის ზრდა.