მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალუაშვილების ოჯახს კახა კალაძისგან ბინა გადაეცა

ალუაშვილების ოჯახს ბინა გადაეცა

აფრიკაში მცხოვრებ ალუაშვილების ოჯახს თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ნაჩუქარი ბინის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცა.

კახა კალაძემ ოჯახს 4-ოთახიანი ბინა მას შემდეგ აჩუქა, რაც სოციალურ ქსელში „აფრიკის“ დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟის დროს გადაღებული მამა-შვილის ფოტო გავრცელდა.

იმავე საღამოს თბილისის მერმა საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ოჯახს ბინას პირადად აჩუქებდა.

„გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, 15 დეკემბერს, თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

👉 მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს, ამ ოჯახს ბინა ექნება“ - კახა კალაძე

👉 სუბარი: აფრიკის დასახლებაში მოსახლეობას ვპირდებოდი, რომ სადაც შესაძლებელი იქნებოდა დავეხმარებოდი

👉 კახა კალაძე: ყველამ ვიცით რა არის გაჭირვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც მივიტაცოთ