მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები“ - გიორგი თარგამაძე

ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე

„ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ - დიდი პოლიტიკური ცვლილებები“, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტიკოსმა და „ფორმულას“ ჟურნალისტმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ქმედება კრიმინალურ საქმიანობას ჰგავს. 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნაცვლად იმისა, რომ პასუხობდეს რეგიონში არსებულ უზარმაზარ გამოწვევებს, უსმენს და უთვალთვალებს სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს. ეს გარემო ამაზრზენია.

ძალიან ცუდია, თუ ჩვენ გაგვიჩნდა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა, ამას ოდესმე შევეგუოთ. კლასიკური გაგებით, დღეს ჩვენ გვყავს კრიმინალი ხელისუფლება, რომლის კრიმინალური საქმიანობის ერთ-ერთი დამატებითი მტკიცებულება არის ის, რის შესახებაც გუშინ კიდევ ერთხელ საჯაროდ გაიგო, თავად ხელისუფლების წარმომადგენლების ხელით.

ამ ქვეყანას მათ შორის პროფესიული მოვალეობის შესრულების თუ პირადი ცხოვრების დაცულობის პრინციპების უზრუნველსაყოფად უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ - დიდი პოლიტიკური ცვლილებები“, - აცხადებს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი

👉 „თქვენი თავის გარდა, არავინ გიშლით ხელს იმაში, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოთ“ - მარკეტა გრეგოროვა

👉 „ჭირვეულობის დრო არ არის“ - ლევან იოსელიანი

👉 „პიროვნებებთან ბრძოლებს ევროპარლამენტარები ვერ მოიგებენ“ - ბექა დავითულიანი