საზოგადოება

ამერიკის საელჩო ხელშეუხებელი არაა, ნეოკოლონიალური სამარცხვინო არსებები კი შორს! - გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე Pia.ge
1658748257
დაკოპირებულია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილს ეხმიანება, რომელიც პარლამენტარებმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაუგზავნეს.

მისი თქმით, რადგან პარლამენტის წევრები ამას ამბობენ, პასუხიც უნდა მიიღონ!

„სოზარს დიდი ხანია ვიცნობ. არ ახასიათებს თვალთმაქცური შარლატანობა. ბატონ ხუნდაძეზე მცხეთელებისგან ბევრი დადებითი მსმენია. ყაველაშვილზე ვერაფერს ცუდს საღად მოაზროვნე ვერასდროს იტყვის. პარლამენტის წევრები (არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ჯგუფში არიან) თუ ამას ამბობენ, გაეცეს პასუხი! ამერიკის საელჩო ხელშეუხებელი არაა. ნეოკოლონიალური სამარცხვინო არსებები კი შორს! ანტიამერიკანიზმი სამშობლოში მოიკითხონ სამარცხვინოებმა! მე ტრამპისტი ვარ და არა ბრეჟნევი ბაიდენ-ბიდონისტი! ნოემბერში, კონგრესის არჩევნების შედეგები იტყვის ყველაფერს!“ - წერს გია აბაშიძე.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრებმა  სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ღია წერილით მიმართეს.

როგორც პარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რადგან კელი დეგნანს აქვს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად ჩაერიოს, მათი თქმით, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეს.