მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს“ - კახა კალაძე

კალაძე ბავშვებთან

ოჯახი აფრიკის დასახლებიდან დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს ესტუმრა. 

„სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს. მის ხუთ და-ძმას კი ვუსურვებ საკუთარი საქმით, ცოდნით, შრომით მიაღწიონ დიდ წარმატებებს და გამოადგნენ ოჯახს და სამშობლოს“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

15 დეკემბერს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული.

მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.

kalkadze_o_h.jpegkaladze_o_h.jpeg

⚪ მამა-შვილი, რომელზეც კახი კალაძე საუბრობს მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში განხილვის საგნად იქცა.

მათ ფოტოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სხვადასხვა კომენტარი მოჰყვა, როგორც მმართველი გუნდის, აგრეთვე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ოჯახს ბინას გადასცემს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „გმირობაა, მარტო კაცი ზრდის 6 შვილს, ამ ოჯახს ბინა ექნება“ - კახა კალაძე