საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, 2020
1583570256
დაკოპირებულია

"ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია ყველას თანაბრად ეხება", - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის კორონავირუსით დაინფიცირების საკითხს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მისი შვილი სავარაუდოდ ორშაბათს, სხდომაზე დაინფიცირდა.

"დასამალი არაფერია. ჩემმა შვილმა ინფორმაცია ამის შესახებ თავად გაავრცელა, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის ვინ ვისი შვილია ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი არის კონტაქტირებული იმ კლასტერთან, რომლებიც იტალიიდან დაბრუნდნენ. ისინი არიან მისი თანამშრომლები და ორშაბათს საღამოს სხდომაზე ერთად იმყოფებოდნენ. დიდი ალბათობით სწორედ მანდ მოხდა დაინფიცირება. პირველი ტესტი იყო საეჭვო, თუმცა შემდგომმა ტესტებმა დაადასტურმა კორონავირუსი. გვიან ღამით გუშინ კი ის გადაყვანილი იქნა ერთ-ერთ საავადმყოფში. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, რომელიც თავად დაწერა და გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე Facebook - ის პირად გვერდზე თავად წერს.