საზოგადოება

ანდრია გვიდიანი: ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ  ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ 

ექსპერტი ანდრია გვიდიანი Pia.ge
1659025324
დაკოპირებულია

„ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ ფორმულას ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში, დღისით, მზისით“, - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ირაკლი კობახიძის დედის თამარ ზაალიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმად ზაალიშვილი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტები მის ოჯახს აწიოკებენ და მოსვენების საშუალებას არ აძლევენ. 

„ირაკლი კობახიძის მშობლებს სახლში მიუვარდნენ „ფორმულას“ ე.წ. ჟურნალისტები და მთელი დღის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებენ მათ. საკუთარ სახლში, პირად სივრცეში, დღისით, მზისით. Formula • ფორმულა, თქვენ არ ხართ მედია - თქვენ ხართ ტერორისტული ორგანიზაცია! თქვენ არ ხართ ჟურნალისტები - თქვენ ხართ ტერორისტები. თქვენ არაფერი გაქვთ საერთო მედიასთან - სინამდვილეში თქვენ „ნაცმოძრაობის“ იაფფასიანი და უბინძურესი აქტივისტები ხართ. ნინო ლომჯარია, რაც შეგეხებათ თქვენ, უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, ვინც ხართ რა რასაც წარმოადგენთ. სამწუხაროდ, თქვენც არაფერი გაქვთ საერთო იმასთან, რაც გეწოდებათ. უკვე მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ორმაგი სტანდარტები და სუბიექტივიზმი თქვენი სასაქონლო ნიშანია. თუმცა, იქნებ ოდნავ მაინც გეყოთ აზროვნების უნარი და იქნებ გააკეთოთ რამე განმარტება ამ მარაზმზე! თქვენს თანამდებობას მაინც სახალხო დამცველი ჰქვია და არა „ნაცმოძრაობის დამცველი,“ - წერს ანდრია გვიდიანი ფეისბუკზე.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედა თამარ ზაალიშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები მათ სახლში უვარდებიან და მოსვენებას არ აძლევენ.