მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ანტივაქსერები ფაშისტს მეძახიან“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ანტივაქსერების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მას ანტივაქსერები ფაშისტს ეძახიან. 

გამყრელიძე ამბობს, რომ მსგავს რეპლიკებს ყურადღებას არ აქცევს. 

„რამდენიმე დღის წინ ანტივაქსერებს ჩემი ფოტოები გამოუტანიათ რუსთაველის გამზირზე და ფაშისტს მეძახიან. ზედ ფეხს აბიჯებენ და დადიან ჩემს სურათებზე. 

ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრაზე სოფლებში მოვიდნენ ანტივაქსერები, ეცადნენ რომ ჩაეშალათ სხდომები, მაგრამ ვერ ჩაშალეს. არხს არ დავასახელებ, მაგრამ ერთ-ერთ არხზე სერიოზული გამოსვლა იყო, სადაც რა არ მეძახეს და ასე შემდეგ. ამას არ ვაქცევ ყურადღებას. თან ახლა ანტიმიკრობული რეზისტენტობის დღეებია და ამაზე ხშირად ვსაუბრობ. 

ორი რაღაცა ვაქცინა და ანტიბიოტიკი, ამაზე უკეთესი მეცნიერებას ჯანდაცვაში არაფერი მოუგონია. ამ ორმა გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

🔴 სად იმოქმედებს ე.წ მწვანე პასპორტები - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

🔴 რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

🔴 როგორ მიიღებენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აცრის შემთხვევაში 200-ლარიან დანამატს?

🔴 სად შეიძლება კოვიდპასპორტის აღება?