მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფბამ „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე ფონდის რეორგანიზაციის პროცესი განიხილა

„აფბას“ შეხვედრა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობასთან

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აფბას ინიციატივით, ეკონომიკის ანალიტიკოსებსა და ექსპერტებთან ერთად, „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართა, სადაც ფონდის რეორგანიზაციის მიმდინარე პროცესის განიხილეს.

აფბას ხელმძღვანელის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, საჯარო განხილვების პროცესის დაწყების ინიციატივაზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობის გამოხმაურება ცალსახად დადებითი ფაქტია.

„სამოქალაქო სექტორთან დიალოგში ფონდის აქტიური ჩართულობა და  ექსპერტული წრისთვის სტრუქტურის მომავალთან დაკავშირებით თავიანთი ხედვის წარმოჩენა,  დარწმუნებული ვარ, საკითხზე შემდგომ მსჯელობას კიდევ უფრო საინტერესოს, საქმიანს და საგნობრივს გახდის“, – აღნიშნა აფბას ხელმძღვანელმა.

საგანელიძის თქმით, ფონდის რეორგანიზაციის საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობის შედეგად უნდა გადაწყდეს და ფართო კონსენსუსის საგანი და შედეგი უნდა იყოს.

„მსგავსი განხილვების ინიციატივა არის ძალიან კარგი და  იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია და ანალიტიკოსი ჩაერთვება ამ პროცესში. იმედი მაქვს, საპარლამენტო განხილვებიც მალე შედგება, რამდენადაც საკითხი, მოგეხსენებათ, უკვე არის საშემოდგომო დღის წესრიგში და სავარაუდოდ, მოკლე ხანში კანონპროექტის ვერსიასაც ვიხილავთ.

ფონდს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი სიკეთის მოტანა შეუძლია და ეს რესურსი ქვეყანამ კარგად უნდა გამოიყენოს“, – ამის შესახებ  „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ „აფბა“-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა.

საგულისხმოა ის გარემოება, რომ „აფბა“ თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ფონდის ბიუჯეტიდან დაფინანსების იდეას. ეს პოზიცია „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა შეხვედრის მიმდინარეობისას.

„იმის მიუხედავად, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდში გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა ფონდის დაფინანსებასთან დაკავშირებით მაინც გაუგებარია, თუ როგორ უნდა დაფინანსდეს ფონდი საბიუჯეტო სახსრებისგან. ასევე საინტერესო ის ალტერნატიული გზები, რომელსაც გვთავაზობს თავად ფონდი დაფინანსების ალტერნატიულ წყაროდ, რამდენად იქნება ეს განხორციელებადი და როგორია ეკონომიკური გუნდის დამოკიდებულება ამ ალტერნატივებისადმი“, – აღნიშნა ბაირახტარმა შეხვედრაზე.

ბაირახტარის კითხვაზე ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ სამინისტროებს შორის აზრთა სხვადასხვაობა ჯანსაღი პროცესია.

„ის რომ ეკონომიკის სამინისტრო ჰქონდა  ფონდის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის პოზიცია, ხოლო ამ აზრს ფინანსთა სამინისტრო არ იზიარებდა, მიმაჩნია ძალიან ჯანსაღი დუღილის პროცესად. მსჯელობების და დაინტერესებული საზოგადოების  ჩართულობის შედეგად  მივალთ სწორ გადაწყვეტილებამდე. პირადად მე ვფიქრობ, ფონდს აქვს საიმისო პოტენციალი, რომ საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე წარმატებით წარმართოს მანდატით განსაზღვრული საქმიანობა.

მთავარი იქნება ის, რა მანდატი განესაზღვრება ფონდს რეორგანიზაციის შედეგად, რა აქტივების მფლობელი დარჩება, ან დაუბრუნდება თუ არა სახელმწიფო საწარმოებში ფონდის მიერ ჩადებული სახსრები და სხვა“, – განაცხადა საგანელიძემ.

საგანელიძის თქმით, ფონდის რეორგანიზაციის საკითხი ყველა დაინტერესებული მხარის ფართო ჩართულობის შედეგად უნდა გადაწყდეს და ფართო კონსენსუსის საგანი და შედეგი უნდა იყოს.

„მსგავსი განხილვების ინიციატივა არის ძალიან კარგი და  იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი ორგანიზაცია და ანალიტიკოსი ჩაერთვება ამ პროცესში. იმედი მაქვს, საპარლამენტო განხილვებიც მალე შედგება, რამდენადაც საკითხი, მოგეხსენებათ, უკვე არის საშემოდგომო დღის წესრიგში და სავარაუდოდ, მოკლე ხანში კანონპროექტის ვერსიასაც ვიხილავთ“, – აღნიშნა საგანელიძემ.