მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ ხერხდება ჩემი შესვლა მიშასთან და ძალიან ვნერვიულობ“ - სააკაშვილის ექიმი

ნიკოლოზ ყიფშიძე

როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, მას უკვე მესამე დღეა არ ეძლევა მისი პაციენტის მონახულების საშუალება.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აღნიშნავს, არ ფლობს ინფორმაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ და ბოლო დღეებია თავად არ უნახავს მისი უკანასკნელი სისხლის ანალიზის პასუხები. ამ ვითარებაში ექიმი ამბობს, რომ რთულია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პროგნოზირების გაკეთება.

„თავდაპირველად პრობლემა არ მქონდა, საშვით ადვილად შევდიოდი მიშას მოსანახულებლად, მაგრამ გუშინ და დღეს არ ხერხდება ჩემი შესვლა, ძალიან ვნერვიულობ. ვთვლი, რომ აუცილებელია ჩემი შესვლა ციხეში. სანამ მე თვითონ არ ვნახავ შეშუპებას, იმიტომ რომ ეს სხვადასხვა პარამეტრების შეიძლება იყოს.

არ მინახავს სისხლის ანალიზების პასუხიც, ასე რომ ძალიან რთულია ზეპირად ლაპარაკი, რა შეიძლება მოხდეს, ან რა უნდა ვქნათ“, - განაცხადა სააკაშვილის პირადმა ექიმმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

ამავე თემაზე:

🔴 „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)

🔴 „სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დეტალების იმ ფორმით გასაჯაროება, როგორც ეს მოხდა, არასწორია“ - ომბუდსმენი

🔴 „მწვანილით დატვირთული მანქანით რომ შემოიპარები, შეურაცხყოფას აყენებ სახელმწიფოს“ - ელისაშვილი მიხეილ სააკაშვილზე