მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არ შეიძლება მსგავსი სამარცხვინო განცხადება გააკეთო - დავით ჩიხელიძე ბადრი ჯაფარიძეზე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„ბადრი ჯაფარიძემ „საინტერესო“ რამ თქვა - „სახეზე გვაქვს უმცირესობის მიერ ქვეყნის მართვა“. აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები“. პარლამენტის წევრს მეტი წინდახედულობა მართებს, არ შეიძლება მსგავსი სამარცხვინო განცხადება გააკეთო“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

„საქართველოში ჩატარებულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო, რაც ლეგიტიმაციის მაღალი და საკმარისი საფუძველია. ბატონო ბადრი, ალბათ გსმენიათ, არსებობს ასეთი ქვეყანა, გერმანია. გერმანიაში 2017 წელს გამართული არჩევნების დროს, მმართველმა პარტიამ ხმების მხოლოდ 33% მიიღო, მაგრამ ეს არ ყოფილა დამაბრკოლებელი ფაქტორი, რომ კანცლერი ანგელა მერკელი, ხოლო მმართველი გუნდი მისი პარტია ყოფილიყო, სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია. გერმანიაში აღნიშნულის გამო რიგგარეშე არჩევნები არავის მოუთხოვია, ოპოზიციას მსგავსი შესაძლებლობა არც კი განუხილავს, რადგან თქვენგან განსხვავებით, მათ პოლიტიკური კულტურა აქვთ.

გირჩევთ, სახელმწიფოს მართვის თავისებურებებში უკეთ გაერკვიოთ, რომ მომავალში თქვენი მხრიდან, თავიდან იქნას აცილებული კომიკური განცხადებები, ზოგადად ოპოზიციას კი პოლიტიკურად გაზრდას და პოლიტიკურ კულტურასთან ზიარებას გირჩევთ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.