საზოგადოება

არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება, ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას - ნინო წილოსანი ლადო ხინჩეგაშვილზე

დეპუტატი ნინო წილოსანი, გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილი Pia.ge
1642168473
დაკოპირებულია

„არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს, ,რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი გორის მერის ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად ხინჩეგაშვილი შვებულებას, სავარაუდოდ, ამერიკაში გაატარებს.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ ლადო ხინჩეგაშვილის რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას.

„აი, ეს არის მარაზმი, სრულიად მიუღებელია ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედიის დამოკიდებულება, მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ფორმა, შინაარსი და მოტივი!!! არჩეულ თანამდებობის პირს, როგორც ნებისმიერ დასაქმებულს, ყველანაირი უფლება აქვს გამოიყენოს შვებულება და ეს არ შეიძლება მსგავსი განსჯისა და კრიტიკის საგანი გახდეს. მედიასაშუალებების მიერ ამ ფაქტის მსგავსი ფორმით გავრცელება და მისი შეფუთვა თითქოს იყოს დამაკნინებელი, შემარცხვენელი ქმედება, ემსგავსება ბულინგს, რაც მთავარია, ლადო ხინჩეგაშვილის მიმართ მედია ასე პირველად არ იქცევა. სამწუხაროა, რომ ასეთი ყვითელი ჰედლაინებით ცდილობენ მისი რეპუტაციის შელახვას და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვას თუმცა, მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ადამიანი არის ხალხის არჩეული მერი და არა ვინმეს დანიშნული. მას მხარდაჭერა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. ამიტომ, ამ ყველაფრით თქვენ რეალურად შეურაცხყოფას აყენებთ მის ამომრჩეველს!!!“ - წერს ნინო წილოსანი Facebook-ის გვერდზე.

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი

რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის...

კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორმა, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 
1642952822
„გაზაფხულზე კიდევ ერთი ახალი შტამი გამოჩნდება“, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ განაცხადა. 
1642950240
„სტაციონარული მომსახურება ბავშვებში 2-ჯერ გაიზარდა“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
1642947563
„ბოროტი პოლიტიკოსები ანადგურებენ იმ ადამიანებს, ვინც ინარჩუნებს ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 
1642946133
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ახალი კვლევის შესახებ წერს, რომელიც ყატარში ჩატარდა. 
1642940221
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგ...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ  დააფიქსირა თავისი მოსაზრება, იმის შესახებ თუ როდის დასრულდება რუსეთის აგრესია. 
გურჯაანში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
„იაფფასიან სპეკულაციებს თავი დაანებეთ, სახელმწიფო სერიოზულ თანხებს ხარ...
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, „მთავარი არხის“ ეთერში ვაშლის ბაღების გაჩეხასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომლის თანახმად ადგილობრივებმა ვაშლის ბაღების გაჩეხა დაიწყეს.
1642944051
ციციშვილის კლინიკაში 3 ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
„ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში არცერთი თავისუფალი ადგილი არ არის“, - ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განაცხადა.