მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არის თუ არა მოსალოდნელი პურის გაძვირება? - პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტება

„პური გაძვირდა... ეს მტკივნეული პროცესი არ უნდა იყოს“ - პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე

პურის ფასებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ ისაუბრა.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ უახლეს პერიოდში პურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განმარტებით, ქვეყანაში ამ დროისთვის ფქვილის მარაგის საკმარისი რაოდენობაა. 

მისი თქმით, სამომავლოდ რა ტენდენცია იქნება და რა ფასები, ამისი თქმა არავის შეუძლია.

„ქვეყანაში მარაგები არის, ჩვეულებრივად შემოდის ფქვილი. გიდასტურებთ, რომ ხორბალზე და ფქვილზე ფასი გაზრდილია. პურის ფასმა უკვე მოიმატა, შესაბამისად, ამ ეტაპზე, კიდევ მატება მოსალოდნელი არ არის. ახლა არის ახალი მოსავლის აღების პერიოდი. გარდა ამისა, ხორბალი და ფქვილი შემოდის, ამიტომ ჯერჯერობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პურის გაძვირებას არ ველოდები.

თუ ადრე 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა, დღეს 79 ლარი ღირს. გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის ფასიც ნელ-ნელა ზემოთ იწევს. რაც მთავარია, არ არის სტაბილური ხარისხი. ხარისხებს ეტყობა ვერ არჩევენ, რაც მოხვდებათ, ის მოაქვთ, იმიტომ რომ იციან, საქართველოში წისქვილები არ მუშაობს. ფქვილი ძირითადად შემოდის: სტავროპოლის და კრასნოდარის მხარიდან. ფქვილის წყვეტა არ ხდება, შემოდის და მარაგიც არის ამ ეტაპზე.

პირდაპირ გეუბნებით ჟურნალისტებს. რა არის ეს პრობლემები? იცით, რომ ბუნებრივი აირის ფასები შეიცვალა. „სოკარმა“ რაიონებში დააწესა ტარიფი 1.15 ლარი, რაც ძალიან მისაღები ფასია, მაგრამ, „თბილისი ენერჯი“ კი აცხადებს, ამ ეტაპზე საშუალება არ გვაქვს და ტარიფი  1.38 ლარი იქნებაო.

მინდა ვკითხო მათ, ვისაც ენერგეტიკის საკითხები ეხება, რას ნიშნავდა აბა დერეგულირება, რომელიც ადრე შემოგვთავაზეს? დერეგულირება ნიშნავს იმას, რომ მეწარმეს აქვს საშუალება, რომ ის ტარიფი აირჩიოს, რომელიც მას აწყობს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაწყობს მაღალი ტარიფი და გვინდა შეღავათიანი ტარიფი იმისათვის, რომ არ გაიზარდოს პურის ფასი. თუმცა, ყველაფერზე გაზრდილი საფასური ამის შესაძლებლობას არ იძლევა“, - აცხადებს პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე.