მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არცერთი გამოძიება არ დასრულებულა შედეგიანად, გამოჰკითხავენ თანამშრომლებს და აქ დასრულდება ყველაფერი“ - დიტო საძაგლიშვილი

იურისტი ადვოკატი

„მოხდება უბრალოდ გამოკითხვა „მთავარი არხის“ თანამშრომლების და აქ დასრულდება ყველაფერი“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ იურისტმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებზე ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს.

„არცერთი გამოძიება არ დასრულებულა შედეგიანად და ეს ლოგიკურიც არის. როდესაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის დაკავებული ამ უკანონო საქმიანობით, ბუნებრივია, სხვა საგამოძიებო ორგანოები არ გამოიძიებენ ხელისუფლების დავალებით ჩადენილ დანაშაულს. მოხდება უბრალოდ გამოკითხვა „მთავარი არხის“ თანამშრომლების და აქ დასრულდება ყველაფერი. იტყვიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებს დიტო საძაგლიშვილი. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, სადაც „მთავარი არხის“ გადაცემა Post Factum-ის ჟურნალისტების და პროდიუსერის დაგეგმვის პროცესია ასახული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ამ ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთადერთი რამ, დიდი პოლიტიკური ცვლილებები“ - გიორგი თარგამაძე

👉 „ვადამ კი არ გადაიწია, სწრაფად ჩაგვიქროლა ევროკავშირში კანდიდატურის სტატუსმა“ - შალვა ნათელაშვილი

👉 „თვითკმაყოფილების დრო არ არის, ახლა მოქმედების დროა“ - კარლ ჰარცელი