მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო: მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას

პრაიდის წევრები აშშ-ის საელჩოსთან

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, აშშ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად მუშაობას განაგრძობს.

„შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მხარდაჭერას, შეასრულონ საკუთარი ვალდებულება ყველა მოქალაქის ადამიანის უფლებების დასაცავად.

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს თანასწორობისა და ღირსების უფლება, და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მიუხედავად საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება.

ელჩი დეგნანი რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ლიდერს შეხვდა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების განვითარებაში მათი საქმიანობისადმი აშშ-ის მხარდაჭერა გამოეხატა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არაძალადობრივი გზით“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება.

ასევე დღეს საპატრიარქოს ორგანიზებით ქაშვეთის ტაძართან აქცია გაიმართება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „შევიკრიბოთ ქაშვეთის ტაძართან და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა მიუღებელია“ - საპატრიარქო „ღირსების მარშზე“

👉 „პრაიდი“ ეროვნულ ერთობას დიდ დარტყმას აყენებს“ - რიონის ხეობის გადარჩენისთვის

👉 „მე არ მომწონს, მაგრამ ჩემი არმოწონება არაფერს ნიშნავს“ - მეუფე გრიგოლი პრაიდზე