მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აუცილებელია 24 საათიანი მონიტორინგი, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება - ვილი პაჭკორია

კლინიკების ასოციაციის თავმჯდომარე

კლინიკების ასოციაციის თავმჯდომარის ვილი პაჭკორიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მთელი მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები უნდა ჩაუტარდეს. 

მისი თქმით, ექსპრეზიდენტი 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყოს, რათა გამოჯანმრთელდეს. 

„იმ სირთულის და იმ ტიპის პაციენტს, როგორსაც წარმოადგენს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლობას წარმოადგენს, რომ ჩაუტარდეს დაუყოვნებლივ მაღალტექნოლოგიური კვლევა, ამაში იგულისხმება, როგორც ინსტრუმენტალური, ასევე, ლაბორატორიული გამოკვლევები. უნდა ჩატარდეს, როგორც კომპიუტერული ტომოგრაფია, ასევე, მაგნიტორეზონანსული კვლევა და მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები.

გარდა ამისა, აუცილებლობას წარმოადგენს ამ ტიპის პაციენტის გადაყვანა ინტენსიურ თერაპიაზე. უნდა ჩაუტარდეს მას 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ მთელი რიგი სამედიცინო პროცედურები, ამის შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ მის რეაბილიტაციაზე, თუ გვინდა რომ სრულად გამოჯანმრთელდეს პაციენტი“, - აცხადებს ვილი პაჭკორია.  

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

🔴 მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით 5 პირობას აყენებს

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი