საზოგადოება

ავტომობილების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში - „ვოლვო ქარ საქართველოს“ ციფრული შოურუმი

ავტომობილების პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში - ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ციფრული შოურუმი
1635317307
დაკოპირებულია

ინოვაციებით და მაღალი ხარისხით გამორჩეული პრემიუმ ბრენდი „ვოლვო ქარ საქართველო“ პირველი კომპანიაა ქართულ საავტომობილო ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ავტომობილების ონლაინ გაყიდვებს სთავაზობს.

სასურველი მოდელის შერჩევა სახლიდან გაუსვლელად, თქვენთვის კომფორტულ გარემოსა და დროის მონაკვეთში შეგიძლიათ. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ვირტუალურ შოურუმში მოსახვედრად რამდენიმე წამია საჭირო, სადაც ავტომობილებს დეტალურად დაათვალიერებთ. უბრალოდ კი არ ნახავთ, არამედ 360 გრადუსიანი სისტემით შეაფასებთ.

ვოლვოს ონლაინ მაღაზიაში შვედური ავტომწარმოებლის SUV, სედანების და უნივერსალების სრული ხაზია წარმოდგენილი.

„ვოლვო ქარ საქართველოს“ ონლაინ მაღაზიაში მოდელის შერჩევა პირველი ეტაპია, რასაც ტესტდრაივი მოჰყვება. ამისთვის, ამავე მისამართზე, ისევ დისტანციურად გაივლით რეგისტრაციას ტესტისთვის. შემდეგ კი თავისი მზრუნველი კონცეფციით გამორჩეული ბრენდის, ეკომეგობრული ავტომობილი შეგიძლიათ პირადად გამოცადოთ. მარტივია ანგარიშსწორებაც, - ონლაინ მაღაზიაში Volvocar.ge გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით არის შესაძლებელი.

„ვოლვო ქარ საქართველო“ მუდმივად ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. დისტანციური გაყიდვები კი მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება. ამას დაემატა პანდემია, რამაც ახალი საჭიროებები გააჩინა. დაგვიანების უფლება არც ჩვენ გვქონდა. შედეგად გაჩნდა ვოლვოს ონლაინ მაღაზია, რომელიც ახალი და ვფიქრობთ, თამამი ნაბიჯია ქართულ რეალობაში. ვცდილობთ, არ გადავუხვიოთ არჩეულ გზას და მომხმარებელს დროულად შევთავაზოთ მის უსაფრთხოებასა და კომფორტზე მორგებული სერვისებიც და ცხადია, ავტომობილი“, - გაგა კოხრეიძე, ,,ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი.

კომპანიამ გაითვალისწინა ყველაფერი რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ვოლვოს მომხმარებლისთვის, - შეგიძლიათ ავტომობილის კონფიგურატორში მანქანა თქვენი გემოვნებით ააწყოთ, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია.

იტალიაში საჯარო და კერძო დაწესებულების თანამშრომელი ვალდებული იქნება, სამსახურში მწვანე პასპორტი წარადგინოს

როგორ იმუშავებს „მწვანე პასპორტის“ მექანიზმი, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან...

საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია ამოქმედდება.
1638295200
PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 30 ნოემბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.
1638290163
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმედოვნებს, რომ „უკრაინა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წელს არჩეულ გზას არ დაადგება. ამის შესახებ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 
1638284535
ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კოვიდ 19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება.
1638271261
„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს ბესიკ თამლიანს ბრალი წარედგინა. 
1638304880
ელექტრომომარაგება

თბილისის უბნები, რომლებსაც 1-ელ დეკემბერს ელექტროენერგია შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 1-ელ დეკემბერს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფა...
„მთავარი გზავნილი, რომლის გაჟღერებაც ამ ვიზიტის ფარგლებში ხდებოდა,  ტრიოს განზრახვის სიმტკიცეს ეხება, რომლის მიზანს ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების ინტეგრაციის გზაზე შემდგომი დაწინაურება წარმოადგენს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.
პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე: სარგებლის მიღება სამივე ჩვენგანს შეუძლია,...
„ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ფარგლებში სამივე ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენი მიღწევებისგან სარგებლის მიღება, ხოლო გამოწვევებთან - ერთობლივი ძალებით გამკლავება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასოცირებული ტრიოს ფორმატში გამართულ ბრიფინგზე, ბრიუსელში განაცხადა.