მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში - დაშავებულია არასრულწლოვნები

ავარია ჰუალინგთან მსხვერპლით დასრულდა

რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკებში გადაიყვანა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებით დეტალებს არკვევს.