საზოგადოება

ბაჩო ოდიშარია ირაკლი ოქრუაშვილზე: ეს არის რუსული საქმე, თან სხვისი ხელით უნდა სისხლის დაღვრა

ვიდეობლოგი გია ხუხაშვილის სტატუსზე
1659728657
დაკოპირებულია

„ოქრუაშვილი რუსულ საქმეს აკეთებს სხვისი ხელით და სისხლის დაღვრა უნდა“, - ამ სტყვებით ეხმაურება კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკსტატუსს, სადაც ოქრუაშვილი აღნიშნავს, „ერთი პატარა ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ“.

„ჩმორობის სიმბოლო რომ ჯერ ამ რიტორიკით საუბრობს, ეგ იქით იყოს, მაგრამ აი, ეს არის რუსული საქმე, თან სხვისი ხელით რომ უნდა სისხლის დაღვრა. სერიოზული ხალხი გვევლინება ხელოვნურად მართვადი ფაშიზმის არქიტექტორებად“, - წერს ოდიშარია ფეისბუკზე.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუკპოსტი გამოაქვეყნა:

„ერთი პატარა მაგალითი/ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი „დუხი“ აღარ იქნება აქ. ვინაა მაგის მქმნელი თორემ კი. სტუმარმასპინძლობა, ჰუმანურობა, ეკონომიკა და ტურიზმი არ დამიწყოთ თავმოყვარეობის არმქონეებმა,” - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.