
ბათუმში ავარიას 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თოდოგაურის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ცნობილია, დაღუპული ახალგაზრდა ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი იყო.
როგორც Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.