საზოგადოება

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში
1633713863
დაკოპირებულია

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალი ავრცელებს.

ამავე ცნობით, ქალი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს. მას კიდურების მოტეხილობა აქვს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაშავებული ქალი კონტაქტურია და მას დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.

კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული მანქანებიდან მაშველებმა სამი პირი, მათ შორის ორი ბავშვი ამოიყვანეს.

მოგვიანებით, დანგრეული შენობის გვერდითა ნაწილიდან მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქე გამოიყვანეს.

ცოტა ხნის წინ, უშუალოდ კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა პირველი ადამიანი ამოიყვანეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

⭕პირველადი ინფორმაციით, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის მიზეზად გაზის აფეთქება გამოირიცხა

⭕ ბათუმში ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს (ვიდეო)

„პირველ სართულზე სახლს ანგრევდნენ“ - დაშავებული ბავშვის მამის პირველი კომენტარი

„ჩვენი ინფორმაციით, 10-15 ადამიანი უნდა იყოს ნანგრევებში მოყოლილი“ - გომელაური