საზოგადოება

„ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია“ - მედეა ქაჯაია

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის მდგომარეობა სტაბილურია
1634029002
დაკოპირებულია

„მედცენტრის“ დირექტორმა მედეა ქაჯაიამ სატელევიზიო ეთერში, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მისი თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გვაქვს დადებითი დინამიკა. აქტიურია, ადეკვატურია, მისი სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია.

პაციენტთან ძირითადად მუშაობენ ქირურგები და ნევროლოგები. თუ ასეთი სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდა, გადავიყვანთ განყოფილებაში. მისი რეაბილიტაცია და შემდგომი მკურნალობა იქნება ხანგრძლივი“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

პროკურატურის ცნობით, სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

დანაშაული 6 თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი“- პროკურორი

👉 ბათუმში კორპუსის საყრდენი კედლების დანგრევაში ბრალდებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

👉 „დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტის მიხედვით განხორციელდა“ - ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი

👉 „მუშები უარყოფენ ფაქტს, რომ შეხება ჰქონდათ საყრდენ კედელთან“ - ადვოკატი

👉 ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა - მიმდინარე ამბები (Live)

კორონავირუსის ახალი შტამი

„ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

„ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანებს „დელტა“ შტამით დაავადებულთაგან განსხვავებული სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ სამხრეთ აფრიკაში იმ ექიმმა განაცხადა, რომელმაც ახალი შტამის შემთხვევები პირველმა გამოავლინა. 
1638192138
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საკითხზე ისაუბრა. 
1638194905
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ონლაინ ფორმატში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორს პიერ კლუესა და რეგიონულ ატაშეს გილენ ვიდალ ჟიროს შეხვდა. შეხვედრაზე კინოინდუსტრიის განვითარების საკითხზე  იმსჯელეს.
1638194191
ვიწყებთ პროცესს, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას როგორც დაინტერესებულ პირებთან, ისე საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ონლაინ სათამაშო ბიზნესისათვის ახალი საგადასახადო დაბეგვრის მექანიზმების შესახებ საუბრისას.
1638193985
საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმაურება ბოლო პერიოდში ინტერნეტსა და მედია სივრცეში  გენდერული თანასწორობის თემაზე წამოწყებულ კამპანიას - „მაროს სახელით“ - სადაც წარმოდგენილი ლარის კუპიურა (19-ლარიანი კუპიურა) მიმოქცევის ბანკნოტების დიზაინისა და დამცავი ნიშნების სტილისტიკითა და რეკვიზიტების მიხედვითაა შექმნილი.
1638193796
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ ენრიკო ვალვოს მადლობა გადაუხადა იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. იტალიელ დიპლომატთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა იტალიის მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებაში.
ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო კონფერენციის მონა...
„აუდიტის, რისკისა და შესაბამისობის“ პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებელთა საერთაშორისო კონფერენცია (Audit, Risk and Compliance User Group Conference - 2021) ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა.
პროკურორი: დღევანდელ პროცესზე ბრალდებული სააკაშვილისგან მოვისმინეთ ყვე...
მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე სიტყვით გამოსვლა საქმეს არ ეხებოდა.
მაქვს მოლოდინი სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სააკაშვი...
„საზოგადოებამ სასამართლოს დარბაზიდან სააკაშვილის მიმართვას მოუსმინა. პირველ რიგში უნდა აღნიშნოს, რომ დღეს ჩვენ შემდგარი სახელმწიფო ვიხილეთ, სადაც კანონის წინაშე ყველა თანაბარია, ყველას აქვს თავის დაცვის, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგენის შესაძლებლობა! აღნიშნული, მიშას დროინდელ და დღევანდელ საქართველოს შორის ერთ ერთი მთავარი განსხვავებაა. წარსულში უამრავი შემთხვევა იყო როდესაც ბრალდებულს უბრალოდ თვის დაცვის შესაძლებლობა არ ეძლეოდა“, - ამ სიტყვებით ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას.