მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბექა დავითულიანი: მნიშვნელოვანია, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებშიც კი საქართველო არათუ ინარჩუნებს, არამედ აუმჯობესებს დემოკრატიის მაჩვენებლებს

თბილისის საკრებულოს წევრი

პარლამენტის უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი კვლევითი ცენტრის „დემოკრატიის ვარიაციების“ მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველო საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.

დავითულიანის თქმით, კვლევის მიხედვით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი აქვს:

„მსოფლიოში წამყვანი კვლევითი ცენტრის, „დემოკრატიის ვარიაციების” შეფასების მიხედვით საქართველო დემოკრატიული სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. განსაკუთრებული გაუმჯობესება გვაქვს: - freedom from torture (თავისუფლება წამებისგან) - freedom of expression (გამოხატვის თავისუფლება) კვლევის მიხედვით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი აქვს და ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნების ჯგუფს განეკუთვნება“, - აღნიშნავს ბექა დავითულიანი.