მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლო 2 დღეში საქართველოში 15 751 რუსი შემოვიდა - შსს

რიგები ლარსზე

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს პროაქტიურად აქვეყნებს.

უწყების ცნობით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, შემცირდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა.

👉 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6 109 მოქალაქემ, ხოლო საქართველოს ტერიტორია დატოვა 5 186 მოქალაქემ

👉 28 სექტემბერის 10:00 სთ-დან 29 სექტემბრის 10:00 სთ-მდე შემოვიდა 9 642 და გავიდა 5 448 მოქალაქე

„ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ "დარიალში" სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გატარება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, რის შედეგადაც ბოლო დღეებში შეფერხებული სატრანზიტო ავტომიმოსვლა სრულად აღდგა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მგზავრთა ნაკადის სტატისტიკის გამოქვეყნებას და საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 მობილიზაციის გამოცხადებიდან საქართველოში 53 136 რუსი შემოვიდა - შსს

🔴 🎥 ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა - რუსული მედია

🔴 ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? - ალეკო ელისაშვილი

🔴 რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი დღეს?! - ვახტანგ გომელაური

🔴 „ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის, გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან“ - ბატიაშვილი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციაზე