საზოგადოება

ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არ არის ის განმარტება, რასაც კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი
1658750158
დაკოპირებულია

„ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არა არის ის განმარტება, რასაც აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება: დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ ვინ თქვა რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო,“ - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრების დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს,  რომელიც პარლამენტარებმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს გაუგზავნეს.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ამერიკის ელჩისგან საზოგადოება პასუხებს ელის დაგროვილ შეკითხვებზე.

„ბუნდოვანი პასუხი თუ იგნორი არ არის ის განმარტება, რასაც აშშ-ის ელჩისგან, ქალბატონი კელი დეგნანისგან ელოდება ჩვენი საზოგადოება. დაგროვდა კითხვები, არ პასუხობენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. მხრებს იჩეჩავენ სასამართლოს სისტემაში ჩარევასთან დაკავშირებით, უკვირთ ვინ თქვა რუსებს მეორე ფრონტი გაუხსენითო. არადა, არაერთი ინფორმაცია დევს ღია წყაროებზე, როგორ გვაწვებიან უკრაინელი პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით. აშკარაა არ მოსწონთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, ლომჯარიას ინფორმაციას ეყრდნობიან და ბოლოს, ბატონ ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა! გამომდინარე იქიდან, რომ პასუხები არ შეუსაბამოა, და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მთავარი დიპლომატისგან მეტ გარკვეულობას ელის საზოგადოება, კითხვები კი არ კლებულობს არამედ იზრდება!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის წევრებმა  სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს ღია წერილით მიმართეს.

როგორც პარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რადგან კელი დეგნანს აქვს იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად ჩაერიოს, მათი თქმით, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეს.