საზოგადოება

„ჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს“ - გიორგი გაბუნია

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია
1658233484
დაკოპირებულია

„ჩატოვეს კაცი ციხეში იმიტომ, რომ ვიღაცამ უნდა დაისვენოს“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა. 

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, მოსამართლის გადაწყვეტილებას კანონდარღვევას უწოდებს. 

„მინიმუმ თვეების გატარება მოუწევს ციხეში ნიკა გვარამიას იმიტომ, რომ ვიღაცამ ამასობაში უნდა დაისვენოს, სრულიად წარმოუდგენელი რაღაც ხდება. კანონი ხომ ამიტომ არსებობს, ორთვიანი ვადა ხომ იმიტომ არსებობს სააპელაციოში, რომ თუ ადამიანი უდანაშაულოდ ზის ციხეში, თუ მას არ ეკუთვნის ეს სასჯელი, მაქსიმუმ 2 თვის ვადაში სააპელაციომ გადაწყვიტოს, რომ არ იყო ეს სწორი და ან გაათავისუფლოს და ა.შ. არა, ნიკა გვარამია უნდა იჯდეს ციხეში კიდევ დიდხანს იმიტომ, რომ ვიღაცებმა უნდა დაისვენონ - ასეთია ჩვენი ქვეყანა“, - აცხადებს გიორგი გაბუნია. 

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიდო. გვარამიას შემდეგი პროცესი 4 ოქტომბერს 14:00 საათზე გაიმართება.

ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია დააპატიმრეს. 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გარდა ამისა, გვარამიას  ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.

გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება მივიღე მხოლოდ იმ მტკიცებულებების შეფასებიდან გამომდინარე, რაც საქმეში იყო“ - ლაშა ჩხიკვაძე

👉 „უცნობმა“, ყველასთვის კარგად ნაცნობმა სამარცხვინო ფიგურამ, დანაშაული ჩაიდინა“ - ნიკა გვარამია

👉 „მინდა, სააკაშვილს ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს, ბევრს ვფიქრობ მასზე და ძალიან ვნერვიულობ“ - გვარამია

👉 „არსებობს უკანონოდ მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების რისკი“ - გვარამია გოგაშვილის საქმეზე