საზოგადოება

COVID -19-ის გამო, მარნეულში მოსახლეობას "კარდაკარ პრინციპით" შეამოწმებენ

კარანტინი მარნეულში
1584940245
დაკოპირებულია

კორონავირუსის გავრცელების გამო, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოწმება "კარდაკარ პრინციპით" მოხდება.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო, საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ვირუსის შიდა გადაცემა რელიგიურ ღონისძიებაზე მოხდა. სწორედ აღნიშნულის გამო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

მუნიციპალიტეტბში აკრძალულია შესვლა-გამოსვლა.

საქართველოში კორონავირუსის 54 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.