
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ადვოკატის დიმიტრი ღონღაძის თქმით, გოგაშვილი ადასტურებს, რომ მეუფე იაკობმა მისი ლიკვიდაციის გეგმის შესახებ გააფრთხილა.
„დაადასტურა, რომ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, კონკრეტულად, რომ მეუფე იაკობი მასთან მისული იყო და გააფრთხილა, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია. საქმის კურსში ჩავაყენე ყველა ძალოვანი უწყებებიო, მათ შორის ახსენა, რომ კახა კალაძესაც მიაწოდა ინფორმაცია. ამ ყველაფერს, ლიკვიდაციის შემდეგ დაუკავშირებდნენ მაჩალიკაშვილს და შემდგომ, როგორც მან განაცხადა, მკვლელობის შემსრულებლის ლიკვიდაციასაც მოახდენდნენ“, - აცხადებს დიმიტრი ღონღაძე.
ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი 15 ივლისს საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 იარაღზე დაადებინეს ხელი, საქმე შეუკერეს მამაჩემს - ნიკოლოზ გოგაშვილი
👉 „გამახსენა 10 წლის უწინდელი ისტორიები“ - ბესელია სოსო გოგაშვილის დაკავებაზე