მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დადასტურდა თუ არა საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა? - ივანე ჩხაიძის განმარტება

გამოვლინდა თუ არა საქართველოში აუხსნელი წარმოშობის ჰეპატიტის შემთხვევა

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე ბავშვებში გამოვლენილი, ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ ისაუბრა. 

ივანე ჩხაიძის ცნობით, გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტი ბავშვებში ღვიძლის დაზიანებას იწვევს.

მისი თქმით, მსოფლიოში ასეთი 450 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰეპატიტის ახალი სახეობა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 450 შემთხვევა არის დაფიქსირებული. ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

450 შემთხვევიდან არის გარდაცვალების შემთხვევები და მძიმე მიმდინარეობაც, როდესაც საჭირო გახდა ღვიძლის გადანერგვა. ძირითადად, ეს ეხება ბავშვებს და ამ ბავშვების საშუალო ასაკი 5 წელზე დაბალია. არცერთი შემთხვევა, რომელიც ამ 450 შემთხვევაში შედის, არ არის სტანდარტული, კლასიკური ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული. შემთხვევების 74% არის ადენოვირუსი“, - აცხადებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი.

ივანე ჩხაიძის განაცხადებით, ამ დროისთვის უცნობია თუ რა იწვევს ახალი ინფექციის გავრცელებას.

„პასუხი, თუ რა იწვევს ამ შემთხვევებს, არ არსებობს. რამდენიმე ვერსია განიხილება. ერთ-ერთი ვერსია არის ის, რომ ეს არის ადენოვირუსი, რომელმაც გარკვეული მუტაცია განიცადა. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ დაავადება კორონავირუსის გადატანის შემდეგ განვითარდა. არსებობს ვერსია, რომ ეს შეიძლება განპირობებული იყოს  2 წლიანი წყნარი პერიოდით ბავშვების ინფიცირების თვალსაზრისით, რამაც შეამცირა მათი იმუნური სისტემის ხარისხი. პიკი ამ შემთხვევების იყო აპრილის თვეში“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ივანაძე ჩხაიძე, ასევე, აცხადებს, რომ ჯერჯერობით ახალი ვირუსის შემთხვევა საქართველოში არ დაფიქსირებულა და  მისი გავრცელების საშიშროებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. აფეთქების საშიშროება არ არსებობს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რა სიმპტომები ახასიათებს გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტს? - ბუწაშვილის განმარტება

👉„ამ წუთისთვის არსებული შემთხვევების ანალიზით, ახალი ტიპის ჰეპატიტი დრამატულად სწრაფად ვითარდება“ - ნანა გეგეჭკორი ბავშვებში გავრცელებულ იდუმალ ჰეპატიტთან დაკავშირებით მშობლებს აფრთხილებს