საზოგადოება

დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge
1634815348
დაკოპირებულია

„ევროპელი და ქართველი პოლიტიკოსების (არა ევროპარლამენტარების) წერილზე შეფასება ერთხელ უკვე გავაკეთე, კვლავ მსურს, აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდე, წერილის პარალელურად რამდენიმე ევროპარლამენტარის განცხადება გავრცელდა, რომლებიც უცერემონიოდ ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და რაც მთავარია, უხეშად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში. საპასუხოდ საქართველოს პრემიერ მინისტრის ღირსეული განცხადება მოვისმინეთ. ცალსახა, რომ საქართველო ვერავის ჭკუაზე ვერ გაივლის, მით უფრო ევროპარლამენტში ნაკლებად ცნობადი ადამიანის სურვილზე და მოწოდებაზე“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად მისი ყოფილი თანამდებობისა:

„რა მოგვწონს და რატომ ვილტვით ევროპისკენ? პირველ რიგში, ეს არის სამართლიანობა და კანონის წინაშე თანასწორობა, რომლითაც ევროპა ასე ამაყობს, ჩვენ კი საპირისპიროს გვთხოვენ. ეს არ არის სწორი მიდგომა. თანასწორობა ყველა საკითხში ამოსავალი წერტილია, ჩვენ კი ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილის მხრიდან თანასწორობის პრინციპის დაცვას ვერ ვხედავთ! საბედნიეროდ, ცალკეული დეპუტატების განცხადებები ევროპარლამენტის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციების სრული სიჩუმე, მათი დუმილი სააკაშვილის ირიბ მხარდაჭერას და ბოროტების მხარეს ყოფნას ნიშნავს. დაუშვებელია დუმდე იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილ-ახალაია-ქარდავას სამეულს აქვს ჩადენილი. კანონის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად მისი ყოფილი თანამდებობისა, სამეულის ბრალეულობა არა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ არამედ ევროპულმა სასამართლომ აღიარა (თუნდაც გირგვლიანის საქმე გავიხსენოთ),“ - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი

„განცხადებები, რომ „ომიკრონი“ ფილტვებს არ აზიანებს, მტკნარი სიცრუეა“ -...

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ჯანდაცვის სისტემის პირველად რგოლზე, „ომიკრონით“ ინფიცირების სიმძიმესა და პანდემიის მართვაზე საუბრობს. 
1642516437
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას განცხადებით მიმართავს. 
1642534014
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზის თქმით, სასურველია, რომ კოვიდვაქცინით აცრილმა და აუცრელმა ადამიანებმა მშვიდობიანად თანაცხოვრება და ერთმანეთის პატივისცემა შეძლონ. 
1642531011
მიმდინარე წლის 21 იანვარს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ria.ru ავრცელებს. 
1642529170
ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გარდაცვლილი იპოვეს. 
1642534942
დღიური

ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, კიდევ ერთი „პანდემია“ და ღამის ბახმ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.
ამ პიროვნებას არაფერი სმენია სულხან მოლაშვილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში...
ახალგაზრდა „ენ-ჯე-ო-შნიკმა“ გიორგი მშვენიერაძემ თეორიულადაც არ იცის, რას ნიშნავს პენიტენციურ სისტემაში „არაადამიანური და ღირსებაშემლახავი მოპყრობა“, რაც ქვეყნის უახლოეს სამარცხვინო წარსულს უკავშირდება“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის განცხადებას, რომლის თქმით, ისეთ საქმეებზე, როგორიც არის მოლაშვილის საქმე, ევროსასამართლომ სტანდარტად დაადგინა, რომ პირს, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უნდა ჰქონდეს სრული წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რაც დღეს შეზღუდული აქვს სააკაშვილს.
შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რობერტა მეტსოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად არჩევას „ტვიტერზე“ ეხმაურება. 
„გალერეა თბილისში“ განგაში იყო (ფოტო)
სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ცოტა ხნის წინ განგაში იყო, რის გამოც შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ Pia.ge-ს თვითმხილველმა ადგილიდან აცნობა.