საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი ახალი ჯგუფი
1584108588
დაკოპირებულია

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსი გამოქვეყნდა, რომელიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და პოლიტიკის მორიგ აღიარებად უნდა შეფასდეს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლა და პროგრესი აქვს:

„მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსი გამოქვეყნდა, რომელიც მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების და პოლიტიკის მორიგ აღიარებად უნდა შეფასდეს. 2020 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.

რეგიონული მასშტაბით მოცემული რვა მიმართულებიდან საქართველო ექვს კატეგორიაში ლიდერობს:

  • მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა,
  • კორუფციის არარსებობა,
  • ღია მმართველობა,
  • ფუნდამენტური უფლებები,
  • კანონის/გადაწყვეტილების აღსრულება
  • სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება.

ჩემთვის განსაკუთრებით გამოსარჩევი და ნიშანდობლივი შემდეგი ინდიკატორია, კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ხოლო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 პოზიციაზე მოხვდა. საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს წინსვლა და პროგრესი, ეს ფაქტია!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

ცნობისთვის: „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა. გარდა ამისა, ამ ინდექსით საქართველო მეშვიდე ადგილზეა მაღალი, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიეკუთვნება მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ საქართველო მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში 2016 წლის შემდეგ მეორედ მოხვდა.

ინდექსის კვლევის მეთოდოლოგია კვალიფიციურ რესპონდენტთა, ექსპერტთა და მოსახლეობის გამოკითხვას ეფუძნება. ინდექსის კვლევისთვის მსოფლიოში ასეულობით ათასი რესპონდენტი და ექსპერტი გამოიკითხა. კვლევის მონაცემები სტანდარტიზდება 0-1 ქულათა გრადაციაზე: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მაღალია კანონის უზენაესობა ქვეყანაში.