მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

ბავშვზე ძალადობა

შსს-მ შიდა ქართლში ახალგაზრდა კაცი დააკავა, რომელსაც 7 წლის დისშვილის გაუპატიურება ედება ბრალად. მომხდართან დაკავშირებით „მთა­ვარ­მა არ­ხმა“ დეტალები გაარკვია. არსებული ინფორმაციით, ბავშვმა, რომელიც სპეციალური საჭიროებისაა, მომხდარის შესახებ სკოლაში მოყვა, რის შემდეგაც, პოლიცია გამოიძახეს.

მასწავლებლის ინფორმაციით, საზარელი შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა.

„ჩემ­თან სი­ტყვა არ და­უძ­რავს ბავ­შვს. მან­და­ტურ­მა თქვა, მა­შინ­ვე მშო­ბე­ლი გა­მო­ვი­ძა­ხეთ, ბავ­შვს ვერ და­ვეყ­რდე­ნით. მერე როცა მშო­ბელ­მა არც და­ა­დას­ტუ­რა და არც უარ­ყო, პო­ლი­ცი­ას ვაც­ნო­ბეთ.. ეს ფაქ­ტი 31-ში მოხ­და. ეს დღე­ე­ბი ბავ­შვი სკო­ლა­ში არ და­დის. ერთჯე­რა­დად მოხ­და ფაქ­ტიო,“- აცხა­დებს მას­წავ­ლე­ბე­ლი.

არას­რულ­წლო­ვა­ნის დე­დას შვი­ლის ნა­ამ­ბობ­ის არ სჯერა და ვარაუდობს, რომ ყველაფერი ბავშვმა მოიგონა. ის მომხდარში სკოლას ადანაშაულებს.  

„აქამდე, ჩემს შვილს სკო­ლი­დან მიგ­დებ­დნენ და ახლა რა გა­ა­კე­თეს. ბავ­შვმა თქვაო და მე არ მჯე­რა, ვერც და­ვი­ჯე­რე“, - ამბობს ქალი.

ბრალ­დე­ბუ­ლი პირი პო­ლი­ცი­ამ სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან აიყ­ვა­ნა. გორის რაიონულმა სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე უკვე იმ­სჯე­ლა და კაცი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლით აღიძრა, რაც რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურებას გულისხმობს და 15-იდან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

👉 სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია - ეკა ხერხეულიძე

👉 „ისრაელისგან „რკინის გუმბათის“ მიღების შემთხვევაში, უკრაინა ფრონტის ხაზის ქალაქების დაცვას შეძლებს“ - სამხედრო ექსპერტი