მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დემაგოგიურად ცდილობენ საქართველო ჩართონ საომარ სიტუაციაში, მერე თავად ისარგებლონ არსებული სიტუაციით და სათავისოდ შეცვალონ ვითარება - ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე

„დაკარგა რა კანონიერი თუ უკანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლის ყოველგვარი იმედი საქართველოში არსებულმა მეხუთე კოლონამ „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტები სახით. ახლა სარგებლობენ იმ გამწვავებული ვითარებით რომელიც უკრაინის ირგვლივაა”,  - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციის ბრალდებებს ხელისუფლების მიმართ, რომლის თანახმად ხელისუფლება არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. 

მისი თქმით, ის ადამიანები ითხოვენ ხელისუფლებისგან მკვეთრ აქტიურობას, რომლებმაც 150 სოფელი დაკარგეს და ქვების გროვა უწოდეს. კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვეს და მერე ტყვიის გაუსროლელად, ჩააბარეს მტერს.

„დაკარგა რა კანონიერი თუ უკანანონო გზით ხელისუფლებაში მოსვლის ყოველგვარი იმედი საქართველოში არსებულმა მეხუთე კოლონამ ნაცმოძრაობის და მისი სატელიტები სახით. ახლა სარგებლობენ იმ გამწვავებული ვითარებით, რომელიც უკრაინის ირგვლივაა. დემაგოგიურად ცდილობენ საქართველო ჩართონ საომარ სიტუაციაში, მერე თავად ისარგებლონ არსებული სიტუაციით და სათავისოდ შეცვალონ ვითარება! ისე გამოცდილება კარგი აქვთ 2008 წლის ომში, როდესაც მთავარსარდლიანად მიატოვეს ჯარი, მოსახლეობა და წითელ ხიდთან ერთმანეთს თხებივით რომ ახტებოდნენ თავზე! და ეს უბადრუკები ითხოვენ საქართველოს ხელისუფლების მიერ მკვეთრი პოზიციების დაფიქსირებას, რაც სათანადო დონეზე კიდევაც არის გაკეთებული, მაგრამ აქაურ აგენტურას მათი სახით მაინცდამაინც უნდა თავისუფლების მოედანზე რუსული ტანკების „გუსინიცების“ ღრჭიალი! ეტყობა ასეთი დავალება აქვთ მიღებული!

ამას აკეთებენ ის სუბიექტები, რომლებმაც 150 სოფელი დაკარგეს და მერე ამ ძირძველ ტერიტორიებს ქვების გროვას ეძახიან! ეს ის გაკოტრებული პოლიტიკოსებია, რომელთაც კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი უწოდეს და მერე ტყვიის გაუსროლელად, ჩააბარეს მტერს! თუმცა ამ ადამიანებისაგან ყველაფერია მოსალოდნელი, თანაც იმ ფონზე, რომელიც შექმნილია თანამედროვე მსოფლიოში! ამის დასტურია ნატოს ყოფილი გენმდივანის უახლესი ინტერვიუ „ფაინენშელ თაიმსთან“, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს: „რუსეთთან მოლაპარაკების მსვლელობაში აშშ-მა და ნატომ კატეგორიულად უარყვეს მოსკოვის მოთხოვნა და განაცხადეს, რომ ახალი წევრების მიღებაზე უარის თქმა ალიანსის ფუძემდებლურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

იაპ დე ჰოოპ-სხეფერის თქმით, კიევს სინამდვილეში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს იმავე ოპოზიციური აზრის გამო, როგორიც 2008 წელს არსებობდა. უახლოეს მომავალში ისინი [საქართველო და უკრაინა] ნატოს წევრები ვერ გახდებიან. ჩემი აზრით, ბუქარესტის სამიტის ყველა მონაწილემ ეს კარგად იცოდა“, - ამბობს ალიანსის ექს-გენმდივანი, - უკვე მაშინვე ნათელი იყო, რომ მოწინააღმდეგეები უკრაინის გაწევრიანებას არ დაუშვებდნენ... ამიტომაც სამიტზე ალიანსში მიღების ვადები არ განსაზღვრულა“.

„[ვლადიმერ პუტინი], რა თქმა უნდა, ასეთი ფორმულირების გამოც გაბოროტდა“, - იხსენებს იაპ დე ჰოოპ-სხეფერი, - თუმცა მან მაშინაც კარგად იცოდა და ახლაც ძალიან კარგად იცის, რომ აშშ და ნატო უკრაინის გამო რუსეთთან არ იომებენ“. ეს კარგად იცის აქაურმა ჩრდილოეთიდან მართულმა მეხუთე კოლონამ, მაგრამ შეგნებულად, გააზრებულად მაინც აკეთებს იმას, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება! და რაც გამოიწვევს ამ ქვეყნის საბოლოოდ დაღუპვას“! - წერს ედიშერ გვენეტაძე.