მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დეპუტატმა პრემიერს 9 აპრილის გმირის ბინით უზრუნველყოფა სთხოვა

9 აპრილის გმირი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ენძელა მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას თხოვნით მიმართა, რომ 9 აპრილის გმირი, უსინათლო მომღერალი ლელა ვეფხვაძე საცხოვრებელი ფართით უზრუნველყონ.

„იქნებ რაიმე ფორმით გამოჩნდეს შესაძლებლობა, რომ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებს საკუთარი საცხოვრებელი ფართი ჰქონდეთ. განზოგადებისთვის მინდა მოვიყვანო მაგალითი: 9 აპრილს, როდესაც ქალბატონი მღეროდა, იქიდან ერთადერთი უსინათლოა ცოცხალი დარჩენილი - ლელა ვეფხვაძე, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ მეტროში სიმღერით ირჩენს თავს, მას არ აქვს საცხოვრებელი პირობები.

სანამ დეპუტატი გავხდებოდი მანამდე ვიბრძოლე მისთვის. მერია, ბევრი სტრუქტურა ჩაერთო და მაინც კანონიერი გზა ვერ გამოინახა იმისთვის, რომ ეს ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებულიყო. იქნებ ასეთი დამსახურებული ადამიანებისთვის მაინც გამოჩნდეს ჩვენს მწირ ბიუჯეტში იმის შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ“,- აღნიშნა ენძელა მაჭავარიანმა.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ. ის დეპუტატების წინაშე წლიური ანგარიშით წარსდგა.