
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე ჩასახლებებში "ქართლი", "ოქროს საწმისი" და "ტურბაზა". ასევე, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ ჩასახლებებში ჩატარდება.
23 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 61 ფაქტია გამოვლენილი. მათგან 8 გამოჯანმრთელდა.