
დღეს, გერმანიის დედაქალაქიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მოხდება.
მათ ჩამოსაყვანად სპეციალურ რეისს "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი ასრულებს.
"თვითმფრინავში 180 ადგილია და ყველა ბილეთი გაყიდულია",- განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში ავიკომპანიის დირექტორმა რომან ბოკერიამ.
როგორც ცნობილია, საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.