მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია გაიმართება

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია და იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია „თავისუფლება მიშას“ შეიქმნა, რომელსაც ხელს საზოგადოებისთვის ცნობილ პირებთან ერთად, წმინდა სინოდის წევრებიც აწერენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „სააკაშვილის პირად ექიმს არ აძლევენ ნახვის საშუალებას და რა მულტიფუნქციური ჯგუფის შექმნაზე გვესაუბრებიან?“ - უდუმაშვილი

⭕ „პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს“ - სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მეუფე ნიკოლოზმაც მოაწერა

⭕ „სააკაშვილს უნდა ჰქონდეს საკუთარ სამშობლოში თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა“ - მეუფე გრიგოლი

⭕ „მიმაჩნია, რომ როგორც პრეზიდენტს, ჩემს შვილს შეცდომები არ დაუშვია“ - გიული ალასანია (ვიდეო)