მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება

პრაიდი

დღეს „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ - #სოლიდარობისთვის გაიმართება.

„ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.

ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.

აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ“, - აღნიშნულია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.

ინფორმაციისათვის, „პრაიდ კვირეული“ თბილისში პირველ ივლისს დაიწყო.

ამავე თემაზე:

🔴 „პრაიდი“ ეროვნულ ერთობას დიდ დარტყმას აყენებს“ - რიონის ხეობის გადარჩენისთვის

🔴 „შსს იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან კარგია“ - პრაიდის ორგანიზატორი

🔴 საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

🔴 „ქრისტეს სახელით ადამიანებზე ძალადობა მიუღებელია“ - მეუფე საბა

🔴 „ვერავინ ვერ „გააპიდარასტებს“ ჩვენს შვილებს, თუ ეს მათი პირადი სურვილი და არჩევანი არაა“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე