საზოგადოება

„დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები“ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი
1625485041
დაკოპირებულია

„დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები. მათ, გმირულად მუშაობით, მოვლენების უარესად განვითარების პრევენცია და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება უზრუნველყვეს“, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ომბუდსმენი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღესვე დაიწყოს განვითარებული მოვლენების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა.

„მხარდაჭერას ვუცხადებ ჟურნალისტებს, რომლებიც სამოქალაქო გმირობას სჩადიოდნენ დღეს და საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის და რისკის ფასად აშუქებდნენ რუსთაველის გამზირზე და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები. მათ, გმირულად მუშაობით, მოვლენების უარესად განვითარების პრევენცია და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების, ძალადობრივი ქმედებების დოკუმენტირება უზრუნველყვეს.

მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეო მასალის გაშიფვრა და იდენტიფიცირება იმ ადამიანების, ვინც ძალადობდნენ ჟურნალისტებზე, მშვიდობიან მოქალაქეებზე, და უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის.

მისი თქმით, წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

„მინდა, ვთქვა, რომ წინა წლებში არც ერთ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში, მსგავსი ძალადობრივი ფაქტები, სიძულვილით მოტივირებული და ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები რჩებოდა დაუსჯელი და მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები.

ასევე, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან ფაქტობრივად გაათანაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის პრაიდის ორგანიზებასთან დაკავშირებითაც, დააფიქსიროს ეს მშვიდობიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, რომ ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები საკუთრების, მოქალაქეების წინააღმდეგ და ა.შ.

შესაბამისად, როდესაც განცხადებებით ძალადობრივ ჯგუფებს უფლებრივად ათანაბრებ მშვიდობიან მოქალაქეებთან, ეს არის აპრიორი არასწორი და კიდევ ერთხელ დამატებითი წახალისება ამ ჯგუფებისა, რომ იძალადონ.“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, „პრაიდის კვირეული“ საქართველოში 1-5 ივლისს იმართება. კვირეულის ფარგლებში სულ 3 ღონისძიება დაიგეგმა. 1-ელ ივლისს დოკუმენტური ფილმის კინოჩვენება გაიმართა, 3 ივლისს - პრაიდ ფესტივალი, კვირეულის მთავარი აქტივობის, „ღირსების მარშის“ ჩატარება კი 5 ივლის დაიგეგმა.

„ღირსების მარშის“ ჩატარების წინააღმდეგ მობილიზებულები არიან ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები. მარშის გაპროტესტებისკენ მოწოდება გააკეთა საპატრიარქომაც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფის“ სახელით გაავრცელა განცხადება და 18 წლამდე ასაკის ბავშვებსაც მოუწოდა რუსთაველის გამზირზე გამოსვლისკენ.

5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ვითარება ამ დრომდე დაძაბული რჩება.

იხილეთ აგრეთვე:

👉 „პრემიერმა კონსტიტუცია დღეს თავზე გადაგვახია“

👉 „დაცვის გარანტია არ არსებობს, ყველას სიფრთხილისკენ მოვუწოდებ“

👉 „იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“

ა;ერგოლოგ-იმუნოლოგი

როდის უნდა გაკეთდეს ბუსტერ დოზა - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

რა დრო უნდა იყოს გასული ინფიცირებიდან და ვაქცინაციიდან, რომ მოქალაქემ ბუსტერ დოზის გაკეთება შეძლოს - ამ კითხვას ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობს.
1643360099
ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე შეტაკებას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. 
1643364403
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაჯის საათის წართმევის ეპიზოდს კიდევ ერთხელ იხსენებს და აღნიშნავს, რომ კლინიკის დირექტორის მრჩეველი დავით ღონიაშვილი მის მიმართ სიძულვილით გამოირჩეოდა, რის გამოც მას ჩანაწერების შენახვა სთხოვა. 
1643364376
რუსეთმა შავი ზღვის წყლებში სამხედრო ხომალდების საარტილერიო სწავლებები დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 
1643361331
„მომავალი ორი კვირა იქნება საკმაოდ კრიტიკული“, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა. 
1643356233
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.
დიდი შანსია, რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრას - ბაიდენი ზელენსკის 
CNN-ის ცნობით, ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ არსებობს „აშკარა შესაძლებლობა“ რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრას,- ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული  უშიშროების საბჭოს სპიკერი, ემილი ჰორნი ადასტურებს.
„სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს“ - კახა კალაძე უკანონ...
„არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შესახებ, მედიასთან განაცხადა.
ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმო...
თბილისის მერმა კახა კალაძემ  ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 99 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. დედაქალაქის მერის თქმით, 2017  წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 2000-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.