მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი - დიტო საძაგლიშვილი

სააკაშვილის ადვოკატი

„დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება, იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ვინაიდან გუშინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ ისურვა ამ საკითხის განხილვა და გაიქცა“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა განაცხადა. 

ადვოკატის თქმით,  მათ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეალური ნაბიჯები არ უნახავთ. 

„მკურნალობასთან დაკავშირებული შუამდგომლობის განხილვა ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან არ იქნება რეალური ნაბიჯები გადადგმული. ვნახეთ შეთავაზება, მაგრამ არ გვინახავს რეალური ნაბიჯები.  ჩვენ მოვითხოვეთ იმ უფლებების რეალიზება, რაც გააჩნია ნებისმიერ პირს, რომელიც იმყოფება პატიმრობაში ეს ეხება - ადვოკატებთან კომუნიკაციის უფლებას, საკუთარი არჩევანით ექიმებთან კონსულტაციის უფლებას და შესაბამისად, ეს არ უნდა იქნეს ისე გაგებული რომ ჩვენ განსაკუთრებულ პირობებს ვაყენებთ. გვინდა, მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ იყოს დარღვეული.

როგორც ჩანს, სასამართლო ელოდებოდა იმ შეთავაზებას რაც გუშინ გაჟღერდა. დღევანდელ სასამართლოზე განხილვის საგანი შეიძლება, იყოს მიხეილ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების საკითხი, ვინაიდან გუშინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა არ ისურვა ამ საკითხის განხილვა და გაიქცა. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით ეს საკითხი დღევანდელ სასამართლოზეც წამოვწიოთ“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

🔴 მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით 5 პირობას აყენებს

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი