მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დიდება თავისუფლებას“ რას ნიშნავს? დიდება უფალს - მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავარი

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ ქადაგების დროს საქართველოს ჰიმნის ტექსტი გააკრიტიკა.

მისი თქმით, თავისუფლება უფლისგან მონიჭებული ნიჭია, რომელსაც დიდება არ სჭირდება. 

„ახლა რომ ამბობენ, დიდება თავისუფლებას, რომელ თავისუფლებას? რას ნიშნავს საერთოდ „დიდება თავისუფლებას“? დიდება უფალს, რომელმაც თავისუფლება მოგვანიჭა. ეს კი, მაგრამ „დიდება თავისუფლებას“ რას ნიშნავს? წარმოუდგენელი რაღაცაა. ანუ თავისუფლება როგორც ასეთი, არის უფლისაგან მონიჭებული ნიჭი. უნდა ვადიდოთ მომნიჭებელი და არა მონიჭებული, გესმით? საქმე ეს არის.

ჩვენ როცა ვადიდებთ, უფალი უნდა ვადიდოთ. როცა უფლის მაგივრად სხვას ვადიდებთ, ის თავისუფლება ბრჭყალებშია, ნამდვილი თავისუფლება არ არის. როცა შენ ამბობ, „დიდება თავისუფლებას“, იქ გაგებულია ეს ლიბერალური თავისუფლება“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ  ქადაგებისას.