საზოგადოება

„ძალადობა და მუქარა ლგბტ+ თემზე, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას“ - ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო
1625487308
დაკოპირებულია

რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო „ტვიტერზე“ ეხმაურება.

მათი თქმით, ძალადობა და მუქარა ლგბტ+ თემზე, ასევე თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას.

„ვუყურებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. ძალადობა, მუქარა ლგბტ+ თემზე, თავდასხმა ჟურნალისტებზე, ზიანს აყენებს, როგორც სტუმართმოყვარე და ტოლერანტული ქვეყნის რეპუტაციას.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ მოახდინონ ძალადობის პრევენცია და კონსტიტუციის შესაბამისად დაიცვან თითოეული ინდივიდის უფლება და ყველა მოქალაქის თავისუფლება“,- წერს ბრიტანეთის საელჩო.

ინფორმაციისთვის, 5 ივლისს „რუსთაველის“ გამზირზე სიტუაცია დაიძაბა. პარლამენტის შენობასთან „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაშლილი კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აგრეთვე, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციის წარმომადგენლებმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისი დაარბიეს.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ღირსების მარში“ 5 ივლისს არ შედგება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

ხეთაგუროვის ქუჩაზე ტურისტს სცემეს და დაჭრეს

„რაც დღეს ხდება, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა“

„იმ ძალადობას, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ჩვენ საკუთარ თავზე უარის თქმა“