
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მოქმედება ეფექტიანი, ადეკვატური და ზუსტია:
„ხელისუფლება მოქმედებს ეფექტიანად, ადეკვატურად და ზუსტად. შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, რომლის დროსაც შედარებით ნაკლებად იზღუდება ადამიანის უფლებები, ვიდრე ჩვეულებრივ საგანგებო მდგომარეობის დროს. გარანტირებულია პრესის, სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება (ჯაჭვითა და ბოქლომით). ოპოზიციას თავისუფლად შეუძლია 8-9-კაციანი მიტინგების ჩატარება, ვინაიდან 10-მდე მაინც ვერ გაქაჩავენ ან როდის ქაჩავდნენ? ასე რომ, ერთ, ორ და სამკაციან პარტიებს ძალიან დიდი გასაქანი მიეცათ.
ასე რომ, ოპოზიციავ, აბა ჰე და აბა ჰო, თქვენ იცით, რამდენ კაცს მოაგროვებთ 1-დან 9-მდე. და ბოქლომ-ჯაჭვებით (ალბათ, მომარაგებული გაქვთ) როგორ კარგად ჩაკეტავთ ცხრაკლიტულში კორონავირუსს. თქვენი იმედი აქვს ბოკერიას, ვასაძეს და ჩერგოს... თუმცა მაგათი იმედი მათ პატრონებს არ ჰქონიათ და... მეგობრებო გჯეროდეთ, ამ ღვთით მოვლენილ განსაცდელს ერი, ბერი და მრევლი ერთობლივად ღირსეულად გადაიტანს“, - წერს ედიშერ გვენეტაძე.
ცნობისთვის, დღეს, 21 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგენის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვტილება ძალაში მისი გამოცხადებისთანავე შევიდა და 21 აპრილამდე გაგრძელდება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.