მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს სააკაშვილის კვებას? ისევ სუსის ხელშია ყველაფერი“ - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მივიდა.

შვილთან შეხვედრამდე ალასანიამ ჟურნალისტებთან სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. 

„მოგეხსენებათ, ჩემს შვილს უპირისპირდება სისტემა. ახლა, სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილი არის სისტემის ხელში და ყველაფერი, რაც აქ ხდება კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის ნდობაც მე არ მაქვს. გორის ჰოსპიტალში რომ გადმოიყვანეს გადატანილი წამების შემდეგ, რამდენიმე დღე იყო უკეთ, მაგრამ ნელ-ნელა მიდის უკან, ჩემი შთაბეჭდილება ასეთია. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს ჩვეულებრივი დაღლა ან ნერვიულობა, თითქოს ეს მედიკამენტოზურია. ექიმები შეიძლება ძალიან კარგები არიან, მაგრამ ვინ აკონტროლებს მის კვებას, როგორ ხდება ეს? ისევ სუსის ხელშია ყველაფერი“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 ციხეში შეიყვანეს.

იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, რის გამოც დაკავების დღიდან 50 დღე შიმშილობდა. 

მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხეში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატების მონახულების შემდეგ გონება დაკარგა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „9 მლნ ლარიდან არცერთი ლარი სახელმწიფო ინტერესებს არ მოხმარებია“ - პროკურორი

 სააკაშვილს თავი ნესტორ მახნო ჰგონია, სათოფეზე არ შეიძლება მისი ხელისუფლებასთან გაკარება - ალეკო ელისაშვილი

⚫ „არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია ამ პირობებში“ - დიტო საძაგლიშვილი